სადამრიგებლო საათი - 20 ნოემბერი და ბავშვთა უფლებები
18 ნომბერს, მე-2 დ კლასის მოსწავლეებისათვის მორიგი სადამრიგებლო საათი მოეწყო. თემა - 20 ნოემბერს, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ჩვენ ერთად ვისაუბრეთ იმ ძირითად უფლებებზე, რომელიც ყველა ბავშვს აქვს. მინი პრეზენტაციის გარდა გავმართეთ დისკუსია. სულ ბოლოს კი მცირე ნახატებიც შევქმენით ბავშვთა უფლებებზე. ბავშვთა ნახატებით ვთქვით, რომ ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის, ოჯახთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრების, განათლების, ჯანდაცვის, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, რომ ბავშვისთვის დაუშვებელია მისთვის მავნე საქმიანობა.
Comments
Post a Comment