Posts

გურიაში სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო

 მე-5 დ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი გურიაში ექსკურსიით დააგვირგვინა. მოსწავლეებმა მოინახულეს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, მოილოცეს სარკინეთისა და ჯიხეთის მონასტრები. 

ბულინგი - ლექცია

 მე-5 დ კლასის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით გელათის სასულიერო აკადემიაში იმყოფებოდნენ. მამა ზოსიმემ მათ წაუკითხა ლექცია ბულინგთან დაკავშირებით. 

გვირილობა

 გვირილობასთან დაკავშირებით მე-5 დ კლასის მოსწავლეებმა გამართეს  თეტრალიზირებული წარმოდგენა - პრეზენტაცია.კლასის გოგონებმა გვირილობა მიულოცეს სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. 

14 აპრილი - დედაენის დღე

 მოსწავლეებმა გამართეს ,,მოძრავი ვიქტორინა - ქართული ენის ქომაგი", მოსწავლეებმა სხვა კლასის მოსწავლეები ჩართეს აღნიშნულ ვიქტორინაში და გამარჯვებულებს სერტიფიკატებიც გადასცეს. 

9 აპრილი

 9 აპრილთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მომაზადეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთები. იმსჯელეს 9 აპრილის მნიშნველობაზე. 

24 მარტი - ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

 24 მარტის ტუბერკულოზის დღესთან დაკავშირებით  მე-5 დ კლასში გაიმართა დისკუსია, ,,ჯანმრთელი ფილტვები", მასწავლებელმა გააცნო მათ ინფორმაცი აღნიშნული დაავადების შესახებ. მოსწავლეებმა იმსჯელეს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. 

ძლიერი ქალები

 მე-5 დ კლასის მოსწავლეებმა ქალთა კვირეულის ფარგლებში გამართეს დისკუსია ყველაზე ძლიერი ქალების შესახებ,   დისკუსიაში გამოიკვეთა ქალის როლი  ოჯახისა და ქვეყნის  გაძლიერების მიმართულებით. ისაუბრეს ქალის ფუნქციაზე,