2022-23 სასწავლო წლის ანგარიში
სსიპ ქ. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის
დირექტორს, მარინა ისკაკოვას,
II დ კლასის დამრიგებლის მაკა
ჩინიჯიშვილის
2022-2023 სასწავლო წლის
ანგარიში
I I დ კლასში
სიით ირიცხება 26 მოსწავლე, მათ შორის 13 ვაჟი და 13 გოგონა.
მოგახსენებთ,
რომ 2022-23 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ჯანსაღ გარემოში.
მოსწავლეთა
საკმაოდ დიდი ნაწილი გამოირჩევა დაკვირვების, ძიების, გააზრების უნარ-ჩვევებით.
ბავშვები აქტიურად
არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ყველა მათგანმა დაძლია ესგ-ით გათვალისწინებული
პროგრამა. კლასში სსსმ მოსწავლე არ ირიცხება.
სულ გაცდენილია
- აკადემიური საათების რაოდენობის 3, 88%
კლასში ტარდება
კლასის საათი.
2022-2023
სასწავლო წელს განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- ჯადოსნური სიტყვები - იმ სიტყვების განობა
და გამოყენება, რომლის საშუალებითაც ადამიანების გაბედნიერებაა შესაძლებელი.
- ჩემი ბიუჯეტი - თამაში, როგორ უნდა მოვიპოვო და განვკარგო
ჩემი პირადი ფინანსნები
ბავშვთა უფლებები - დისკუსია და ნახატების შექმნა.
რით განვსხვავდები პირველი კლასელისაგან? - კლასის
წესები და მეორე კლასელის მოვალეობები.
შემოდგომის ფერებით - ვიზიტი მუზეუმ ნაკრძალში და ქოთნების
მოხატვა შემოდგომის ფერებით.
- ჩვენ და თეატრი - ვიზიტი ნიღბების თეატრში, ნახატების შექმნა
- ზღაპრების სამყაროში - საყვარელი ზღაპრის წიგნების პრეზენტაცია
და ერთმანეთისთვის გაზიარება.
სპექტაკლი
,,წერილები თოვლის პაპას" -
საახალწლო კარნავალი
- ლუკლენდის მონაწილეობით.
ყურპარტყუნა დამბოს თავგადასავალი
დედის დღე - მშობლების მონაწილეობით
დაგეგმილი აქტივობა.
ძლიერი გოგონები - ანიმაციური ფილმები - მოანა და რაპუნცელი, გოგონები რომლებიც სხვა
გოგონებს ბრძოლას ასწავლიან.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე -
ქართულ-ინგლისური სასუბრო ინტეგრაციისთვის - კლასის სამხრეთ აფრიკელი გოგონასათვის შექმნილი
ხელთნაკეთი წიგნი.
სტუმრად ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში
ბავშვთა უფლებათა დაცვის დღე
- ბანერების დამზადება, სლოგანების მოფირება.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე
- ნარჩენების მეორეული გამოყენება.
- სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება - ექსკურსია მუზეუმებში.
კლასის ხელმძღვანელი
მაკა ჩინიჯიშვილი
28/06/ 2023
Comments
Post a Comment