მადლობა ქუთაისის #33 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელებს: ანა წითელაშვილსა და ქეთი მაღლაკელიძეს, ასევე იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრს", რომ ეს დღე საინტერესო მასალით გაუფერადა ბავშვებს.
სადამრიგებლო საათი, რით განსხვავდები პირველკლასელისაგან სწავლის დაწყების პირველ კვირაში ჩატარდა. მოსწავლეებმა ერთად გაიხსენეს, როგორები იყვნენ პირველ კლასში, რა გამოწვევები ჰქონდათ და როგორ დაძლიეს ეს გამოწვევები. ასევე ისაუბრეს მეორე კლასის მოლოდინებზე. გაიხსნეს სკოლის წესები.
სსიპ ქ. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მარინა ისკაკოვას, II დ კლასის დამრიგებლის მაკა ჩინიჯიშვილის 2022-2023 სასწავლო წლის ანგარიში I I დ კლასში სიით ირიცხება 26 მოსწავლე, მათ შორის 13 ვაჟი და 13 გოგონა. მოგახსენებთ, რომ 2022-23 სასწავლო წ ე ლს სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ჯანსაღ გარემოში. მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი გამოირჩევა დაკვირვების, ძიების, გააზრების უნარ-ჩვევებით. ბავშვები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ყველა მათგანმა დაძლია ესგ-ით გათვალისწინებული პროგრამა. კლასში სსსმ მოსწავლე არ ირიცხება. სულ გაცდენილია - აკადემიური საათების რაოდენობის 3, 88% კლასში ტარდება კლასის საათი. 2022-2023 სასწავლო წელს განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: - ჯადოსნური სიტყვები - იმ სიტყვების განობა და გამოყენება, რომლის საშუალებითაც ადამიანების გაბედნიერებაა შესაძლებელი. - ჩემი ბიუჯეტი...
Comments
Post a Comment