დისკუსიები ბავშვთა უფლებებზე

 ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჟურნალისტური სახელოსნოს წევრებმა ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით დაწყებით კლასებში დისკუსიებს გაუკეთეს ორგანიზება. პირველ ეტაპზე მოსწავლებისთვის ბავშვთა უფლებების კონვენციის ადაპტირებული ვერსია შეიქმნა, ელექსტრონული წიგნის სახით, აღნიშნული რესურსის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ თავად კლუბის წევრები, აღნიშნული წიგნი გააცნეს მოსწავლეებს, შემდეგ კი ერთად ნახეს მცირემეტრაჟიანი ფილმი ,,ასანთის გამყიდველი გოგონა“. ფილმის დასრულების შემდეგ კი იმსჯელეს იმაზე, თუ კონვენციის რომელი მუხლები ირღვევა ფილმში. აქტივობა მე-, მე-3, მე-4 კლასებში ჩატარდა.















Comments

Popular posts from this blog

სადამრიგებლო საათი - საკლასო შეთანხმებები

სადამრიგებლო საათი - ჩემი საქართველო აქ არის...