დისკუსია - ქალთა წარმატების ფორმულა
მარტი ქალთა თვეა..შესაბამისად ამ თვეს ძალიან ბევრი ყვავილები და საჩურები ახლავს თან, უამრავი ლექსები დედაზე, მათ ამაგზე.
თუმცა, სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში არსებულმა ჟუნრალისტური სახელოსნოს წევრებმა გადაწყვტეს ქალთა და გოგონათა წარმატების ფორმულაზე ემსჯელათ და 2 მარტს, სკოლაში დისკუსიას ,,ქალის წარმატების ფორმულა“ გაუკეთეს ორგანიზება.
დისკუსიაში სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა, პედაგოგები ფიქრია ხაჭაპურიძე, ინგა დევიძე და ვერა გორგოძე, ასევე სკოლის მანდატურები - ეკა ხუჯაძე და მაგდა კვეტენაძე მონაწილეობდნენ, დისკუსიას მომავალი ჟურნალისტები უძღვებოდნენ, რომლებმაც სკოლის გამორჩეულ ქალთა საზოგადეობას კითხვები პირად გამოცდილებაზე, გოგონათა ახალ შესაძლებლობებზე და ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე დაუსვეს.
დისკუსია გულწრფელად და საინტერესოდ წარიმართა. ჟურნალისტური სახელოსნოს წევრები გეგმავენ მსგავსი ტიპის დისკუსიები სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ყოვეთვიურად გამართონ.
Comments
Post a Comment