Posts

Showing posts from April, 2023

ბავშვთა დაცვის დღე და დისკუსიები კლასებში

Image
    1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჟურანლისტური სახელოსნოს წევრებმა (ანა თურმანიძე, ანანო რევიშვილი, მარიამ ბოგვერაძე, მარიამ მაღლაკელიძე, ლილე იმერლიშვილი, ნიკოლოზ ლეთოდიანი ) ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით დაწყებით კლასებში დისკუსიებს გაუკეთეს ორგანიზება. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების კონვენციის ადაპტირებული ვერსია გააცნეს, შემდეგ კი ერთად ნახეს მცირემეტრაჟიანი ფილმი ,,ასანთის გამყიდველი გოგონა“. ფილმის დასრულების შემდეგ კი იმსჯელეს იმაზე, თუ კონვენციის რომელი მუხლები ირღვევა ფილმში. მსჯელობა საინტერესოდ წარიმართა. აქტივობა მე-3ა, მე-3 გ და მე-5 ბ კლასში განხორციელდა.

დისკუსია - ქალთა წარმატების ფორმულა

Image
    მარტი ქალთა თვეა..შესაბამისად ამ თვეს ძალიან ბევრი ყვავილები და საჩურები ახლავს თან, უამრავი ლექსები დედაზე, მათ ამაგზე. თუმცა, სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში არსებულმა ჟუნრალისტური სახელოსნოს წევრებმა გადაწყვტეს ქალთა და გოგონათა წარმატების ფორმულაზე ემსჯელათ და 2 მარტს, სკოლაში დისკუსიას ,,ქალის წარმატების ფორმულა“ გაუკეთეს ორგანიზება. დისკუსიაში სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა, პედაგოგები ფიქრია ხაჭაპურიძე, ინგა დევიძე და ვერა გორგოძე, ასევე სკოლის მანდატურები - ეკა ხუჯაძე და მაგდა კვეტენაძე მონაწილეობდნენ, დისკუსიას მომავალი ჟურნალისტები უძღვებოდნენ, რომლებმაც სკოლის გამორჩეულ ქალთა საზოგადეობას კითხვები პირად გამოცდილებაზე, გოგონათა ახალ შესაძლებლობებზე და ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე დაუსვეს. დისკუსია გულწრფელად და საინტერესოდ წარიმართა. ჟურნალისტური სახელოსნოს წევრები გეგმავენ მსგავსი ტიპის დისკუსიები სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ყოვეთვიურად გამართონ .

ჟურნალისტიკის სახელოსნოს საინტერესო შეხვედრები

Image
  ჟურანლისტური სახელოსნოს წევრები,  კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, სკოლის ბიბლიოთეკის დარბაში ვიკრიბებით.  გვაქვს წინასწარ გაწერილი პროგრმა, რომელიც ჟურანლისტმა და სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგმა მაკა ჩინიჯიშვილმა შეადგინა.  ყველა შეხვედრა საინტერესო, სახალისო და ინტერაქტიულია. 

2021-22 სასწავლო წლიდან ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ჟურნალისტური სახელოსნო ფუნქციონირებს.

  კლუბი განკუთვნილია სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის.  კლუბის წევრები შეისწავლიან:   -წერის სტრატეგიებს;  - ჟუნრალისტურ ჟანრებს;  - დისკუსიის წარმართვის წესებს;  - მედია პროდუქციის მომზადებას და მის გამოქვეყნებას;