26 მაისი - ვეცნობით და ვხატავთ სამშობლოს
მასწავლებელო, დამოუკიდებლობის დღე ხომ აღვნიშნეთ 9 აპრილს, ხვალ რატომ ვისვენებთ? არაფერი არ ავიწყდება ანდრიას.
ყველაზე მარტივი და ყველაზე გულწრფელი სიტყვებით ვუხსნი, რატომ არის ეს დღე ჩვენი. რატომ აღვნიშნავთ 26 მაისს.
- მასწავლებელო, რა არის სამშობლო...
ვიხსენებთ ყველაფერს რაც სამშობლოზე ვიცით, რითიც შეიძლება ვიამაყოთ...
მასწავლებელო, შეიძლება სამშობლო დავხატოთ?
დავხატეთ ... ზოგისთვის ის ტანკზე დამაგრებული საქართველოს დროშაა, ზოგისთვის ლამაზი მინდვრები და მთების, ზოგისთვის პატარა გოგო ბიჭები...
ასე ესმით ჩემს ჩემს პატარებს სამშობლო ...
Comments
Post a Comment