გავიცანით პეპი
პეპი ჩვენი სააღდგომო არდადეგების დროს შეძენილი მეგობარია, აღფრთოვანებულები მოვდინენ პანდემიის გამო გაგრძელებული არდადეგებიდან, - მასწავლებელო, პეპი როგორ დადიოდა... - პოლიცილელები როგორ გააწვალა... - ქურდებს რა უქნა.... - რამდენი ოქრო აქვს... - მეგონა მამა არ ყავდა და როგორ გამიხარდა, რომ გამოჩნდა.... შეუყვარდათ პეპი, არდადეგებზე წაკითხვა ყველამ ვერ მოასწრო, მაგრამ აუცილებლად გააგრძელებენ, როგორ შეიძლება პეპი ერთხელ ,,ნახო" და მერე მისი ნახვა აღარ მოგინდეს. მერე საინტერესო ეპიზოდები დავხატეთ. და საკლასო ოთახის საგამოფენოს სივრცეში გამოვფინეთ ნახატები.