შეხვედრა მანდატურთან

 - მაკა მას, ფორმიანი დეიდები რომ დადიან დერეფნებში, ვინ არიან და რა უნდათ? - ერთ დღეს მკითხა ვიკამ და  ვიკას ტრადიციულად აყვა ქეთი, ანდრია, ანრი, დავითი და მთელი მეორე ა კლასი :) 

რამდენიმე დღეში ჩვენი საკლასო ოთახის კარი სკოლის მანდატურმა,  ეკა ხუჯაძემ შემოაღო, ბავშვებს საკუთარი თავიც გააცნო და მანდატურის სამსახურიც. ბავშვების კითხვებსაც: - რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, მოგწონთ თუ არა თქვენი საქმიანობა  .... გულწრფელი პასუხები გასცა. 

ახლა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როცა ბავშებს მთავარ გასასვლელ კარამდე მშობლებთან ვაცილებ, ვხედავ ჩახუტებით როგორ ემშვიდობებიან ,,ფორმიან" დეიდას. 




Comments

Popular posts from this blog

სადამრიგებლო საათი - რით განსხვავდები პირველი კლასელისაგან?