Posts

Showing posts from December, 2024

როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში

Image
 ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მე-4 დ კლასში მოეწყო პრეზენტაცია აქტივობა, როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალ წელს.  მოსწავლეებმა ამ აქტივობას სპექტაკლის სახე შესძინა.  პრეზენტაციას მშობლები ესწრებოდნენ. 

სასწავლო ვიზიტი ლადო მესხიშვილის თეატრში

Image
მე-4 დ კლასის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ.  მოსწავლეებს თეატრის კულიზებში, სცენაზე, საგრიმიოროში, მუზეუმსა და ბიბლიოთეკებში გიდობა თეატრის თანამშრომელმა ქეთევან მამუკელაშვილმა გაუუწია.  მოსწავლეებმა მოისმინეს თეატრის შექმნის ისტორია. ნახეს კულისები, გაეცნენ სცენის მოწყობის დეტალებს, ასევე ნახეს თატრალური რეკვიზიტები, კუსტუმები.  საგამოფენო და საბიბლიოთეკო სივრცეები. 

სასწავლო ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში

Image
 სასწავლო ვიზიტით ფარგლებში მე-4 დ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში.  გაეცვნენ ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებებს. ნახეს უნიკალური გამოცემები, წიგნის რესტავრაციის პროცედურები. შეხვდენენ და ესაუბრეს ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს. 

გუნდის შეკვრის აქტივობები

Image
  გუნდის მშენებლობის აქტივობები არის სხვადასხვა ტიპის აქტივობების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება სოციალიზაციის, ინტერაქტიულობისა და გუნდებში როლების განსაზღვრის გასაუმჯობესებლად, რომლებიც ხშირად მოიცავს თანამშრომლობით დავალებებს კლასის შიგნით. სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებს დამრიგებლმა შესთავაზა რამდენიმე აქტივობა, რომელიც გუნდურად მუშაობას მოითხოვდა. 

უსაფრთხოების წესები

Image
 მე-4 დ კლასში განხორციელდა სადამრიგებლო საათი, უსაფრთხოება და  ჩვენი ყოველდღიურობა.  მასწავლებელმა გააცნო რა ტიპის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ტიპის რისკები არსებობს. გააცნო საბაზისო წესები, როგორ უნდა მოიქცნენ წყალდიდობის, ხანძრის, ქარიშხლის, მიწისძვრის დროს. 

ჩემი საქართველო...

Image
 სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საკლასო პროექტი, კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებთან ერთად  დაგეგმა  გასვლითი აქტივობა საჩხერე ჭიათურის მიმართულებით.   მოსწავლეებმა მოინახულეს აკაკის ძიძსეული სახლი სავანეში და სახლ-მუზეუმი სხვიტორში.  ასევე სოფელ არგვეთში ნახეს მუზრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი, მოილოცეს კაცხის სვეტი და უბისის  ტაძარი. 

საკლასო შეთანხმებები

Image
 მე-4 დ კლასში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე საკლასო შეთანხმებებით დაიწყო.  მოსწავლეებმა ჯგუფებში შეიმუშავეს  ოთხი მნიშვნელოვანი წესი და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ წესებს მთელი სასწავლო წლის მანძილზე დაიცავდნენ.  მოსწავლეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს.