Posts

Showing posts from December, 2022

სადამრიგებლო საათი - წერილები თოვლის პაპას

Image
  ერთად დავწერეთ პიესა, ერთად შევქმენით პერსონაჟები... მოვიგონეთ ამბავი ბავშვების მოგზაურობაზე, რომლებიც ცდილობენ ახალ წლამდე თოვლის ბაბუას დაკარგული წერილები, ბავშვების დარდები მიუტანონ:) მართალია, სეზონურმა ვირუსებმა ძალიან შეგვიშალა ხელი, მაგრამ სურვილი და დედიკოების მხარდაჭერა იმდენად დიდი იყო მაინც შევძელით და დარბაზის ნაცვლად ჩვენი ლამაზი ოთახი გავასცენეთ მაგრამ დიდი სცენის დროც დადგება მგონი გამოგვივიდა

სადამრიგებლო საათი - ზღაპრების სამყაროში

Image
 მე-2 დ კლასის მოსწავლეებთან სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ზღაპრების სამყაროში ვიმოგზაურეთ.  მოსწავლეებმა თავთავიანთ საყვარელ ზღაპრებსა და ზღაპრის პერსონაჟებზე ისაუბრეს, გაანალიზეს ზღაპრის კეთილი და ბოროტი პერსონაჟები, ერთობლივად ვიმსჯელეთ რით ჰჰავს ზღაპარი ნამდვილ ამბებს და შეიძლება თუ არა იქ მოთხრობლ ამბები სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებაში მართლა მოხდეს. 

სადამრიგებლო საათი - თეატრი და ჩვენ

Image
მე-2 დ კლასის მოსწავლეები ნიღბების თეატრს ვსტუმრობდით და მხიარული სპექტაკლი ,,პეპი" ვნახეთ.  თეატრში წასვლამდე სადამრიგებლო კლასის საათის ფარგლებში ვისაუბრეთ თეატრში მოქცევის წესებზე.  საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები ერთობლივად განვიხლეთ. ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, მეორე დღეს კი აღნიშნული წესები ნიღბების თეატრში გამოვიყენეთ.